დაქიშვილის მეღვინეობა

ისტორია

დაქიშვილების ოჯახში, ცოდნა და გამოცდილება ღვინის შასახებ გროვდებოდა და გადაეცემოდა შვილებსა და შვილიშვილებს.
ოჯახი წარმოშობით პანკისის ხეობიდანაა, სადაც მათ წინაპრებმა დაიწყეს ყურძნის გაშენება და მოყვანა 100 -ზე მეტი წლის წინ. დეკანოზმა სიმონ დაქიშვილმა დაიწყო იშვიათი ყურძნის ჯიშის „ქისტური“ - ს მოყვანა. სამწუხაროს, იგი ემსხვერპლა წითელი არმისს რეპრესიას და 1929 წელს იგი გარდაცვლილი იპოვეს.
მღვდელი სიმონის შვილმა - გიორგი დაქიშვილმა უფროსმა ვერ შეძლო მეღვინეობის ოჯახური ტრადიციის გაგრძელება. იგი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე 27 წლის ასაკში.
ოჯახმა არ თქვა უარი ღვინის წარმოებაზე და გააგრძელა მოღვაწოება მეღვინეობა- მევენახეობის დარგში მისი სიკვდილის შემდეგაც.
გიორგი დაქიშვილის ვაჟმა - თემურ დაქიშვილმა უფროსმა დაამთავრა მეღვინეობის ფაკულტეტი ქ. მოსკოვში, ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწევლებელი საბჭოთა კავშირში.
1960 – 1996 წლებში იგი მუშაობდა თელიანის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ.
თელიანის ღვინის ქარხანაში ყენდებოდა წითელი სამარკო ღვინოები უმაღლესი ხარისხის მუხის კასრებში.
გოგი დაქიშვილმაც გააგრძელა მამისა და წინაპართა ტრადიცია, მიიღო სათანადო განათლება, მეუღლე ილონა დაქიშვილთან ერთად.
გოგი და ილონა დაქიშვილმა დაამთავრეს ქ. ოდესის კვების მრეწველობის აკადემიის ენოლოგიისა და მეღინეობის ფაკულტეტი.
გოგის და ილონას 3 შვილი ყავთ:
თემური, უფროსი ვაჟი, ენოლოგია და რაომოდენიმე ღვინის კომპანიას უწევს მეღვინეობის კონსულტაციას. იგი დაქორწინებულია ხატია დაქიშვილზე. ყავს ორი შვილი - გიორგი და ლიზა.
ხატია ჩართულია ოჯახურ ღვინის ბიზნესში, მარკეტინგის მენეჯერის თანმდებობაზე.
წლის დავითი , მიუხედავად თავისი ასაკისა, უკვე ეხმარება გოგისა და თემურის ვენახის მოვლაში და ღვინის დაყენებაში. გოგის შვილი - მერი ექიმია, თუმცა იგი ღვინის დიდი თაყვანისმცემელია.
მერი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, მიშო ჯუღაშვილი და ქალიშვილი ელენე.
აღსანიშნავია, რომ გოგის მეორე პაპა დედის მხიდან არჩილ ჭუაძე, ასევე ქვევრში ქისის დაყენების დიდი ოსტატი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციები და საუკუნოვანი გამოცდილება დაქიშვილების ღვინოს შესანიშნავს ხდის.