დაქიშვილის მეღვინეობა

ჩვენი ფილოსოფია მარტივია: ჩვენ ვაკეთებთ ჯანმრთელ, წკრიალა ღვინოს გოგირდის დიოქსიდის მინიმალური გამოყენებით.
ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე, არაერთლოვანი ძალისხმევის შედეგად შევძელით ჩვენი ვენახის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარება.
ვენახის მოვლისას ჩვენ არ ვაბინძურებთ გარემოს, არ ვიყენებთ ჰერბიციდებსა და შესაწამლ სისტემურ პრეპარატებს. ჩვენი ეკოლოგიურად მდგრადი ვენახი არ არის სერთიფიცირებული BIO კატეგორიით.ისმის კითხვა: რატომ არ ვართ სერთიფიცირებული BIO კატეგორიით? საჭიროა მრავალი პროცედურის გავლა, რაც დიდი ენერგიისა და დროის დახარჯვას ითხოვს.
მაგრამ, უახლოეს მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ BIO სერთიფიცირების გავლას.

  • დაქიშვილის ღვინო გადის ექსპორტზე და ასევე იყიდება საქართველოს მაღალი კლასის რესტორნებსა და ღვინის ბუტიკებში.
  • დაქიშვილების ოჯახი ყოველთვის მოხარულია შემოგთავაზოთ საკუთარი ღვინის დეგუსტაცია და გაგიზიაროთ ვაზის მოვლის და ღვინის დაყენების საკუთარი გამოცდილება. ტურის დაჯავშისათვის დაქიშვილების მარანში, ოჯახის წევრის ხელმძღვანელობით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან მოგვწეროთ. .

Our product Wine tour

დაქიშვილების ღვინის მარანი თელავის ახლოს, სოფელ შალაურში, მდებარეობს. დაქიშვილების ოჯახის ორი თაობის სამი მეღვინე აქ ღვინოს აყენებს.
აქ ყენდება ღვინო, ოჯახის საკუთრებაში მყოფ ვენახებში მოყვანილი საფერავის, რქაწითელის, ქისის, მწვანესა და კაბერნე სოვინიონის ყურძნის ჯიშებისგან.
წყნარი ღვინის ფერმენტაცია და დავარგება ქვევრში ხდება, ხოლო მისი ჩამოსხმისა და სრული მომწიფების შემდეგ ხდება მისი მიწოდება ღვინის მოყვარულებისთვის.
ცქრიალა ღვინო მზადდება ტრადიციული მეთოდით (Champenoise) ბოთლებში.
საოჯახო ვენახები მდებარეობს წინანდლის მიკროზონაში, კერძოდ სოფელ კურდღელაურში და კონდოლის ველზე. ზრვის დონიდან 350-450 მეტრზე განთავსებული წინანდლის მიკროზონის მდებარეობა უზრუნველყოფს მზის იდეალურ ექსპოზიციას ვენახის გათბობისთვის. მიკროკლიმატი და კრგად დრენირებული ნიადაგის შემადგენელი თიხისა და ქვიშის ნაზავი, ქმნის შესაფერის გარემოს პრემიალური ხარისხის ყურძნის მოყვანისთვის.
დაქიშვილის ღვინო გადის ექსპორტზე და ასევე იყიდება საქართველოს მაღალი კლასის რესტორნებსა და ღვინის ბუტიკებში.
დაქიშვილების ოჯახი ყოველთვის მოხარულია შემოგთავაზოთ საკუთარი ღვინის დეგუსტაცია და გაგიზიაროთ ვაზის მოვლის და ღვინის დაყენების საკუთარი გამოცდილება.
ტურის დაჯავშისათვის დაქიშვილების მარანში, ოჯახის წევრის ხელმძღვანელობით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან მოგვწეროთ.
დაქიშვილების ოჯახი ყოველთვის მოხარულია შემოგთავაზოთ საკუთარი ღვინის დეგუსტაცია და გაგიზიაროთ ვაზის მოვლის და ღვინის დაყენების საკუთარი გამოცდილება.
ტურის დაჯავშისათვის დაქიშვილების მარანში, ოჯახის წევრის ხელმძღვანელობით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან მოგვწეროთ.